ამ ტრენინგმა გადააჭარბა მოლოდინს, ბევრი საინტერესო საკითხი შევისწავლეთ საფუძვლიანად.ასევე გავიაზრეთ, რომ ეს პროექტი მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარებს განუვითარებს და გაზრდის მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება. საჭირო რესურსების მოძიებისა. საგნის სტანდარტის გათვალისწინებით პროექტის მიზნის განსაზღვრა, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშების გამოყენება და პროექტში ჩასმა.
ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე და ბევრი ახალი რამ ვისწავლე. გავაკეთე პორტფოლიოს პრეზენტაცია და გადავიტანე ბლოგზე.
ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება, რადგანაც ვიცით, რომ უკუკავშირი აუცილებელია. ვისწავლე ბლოგის შექმნა, გაჯეტი-საათის ჩასმა, გამოკითხვის გაკეთება.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, რაც საკმაო ძალისხმევას მოითხოვს ყოველთვის ჩემგან, მაგრამ ტრენერის დახმარებით ძალიან გამიადვილდა. გავიაზრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობა პროექტის სწორად წარმართვისათვის. მნიშვნელოვანია, დავალება იყოს მოსწავლისათვის ადვილად გასაგები და შესრულებადი.
შევქმენი პორტფოლიო და ავტვირთე ბლოგზე, ეს მანამდე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, თუ ამას მე თვითონ შევძლებდი. შევისწავლეთ სიის გაჯეტის დამატება და თანმიმდევრობის შეცვლა, ასევე ბლოგში ცვლილებების შეტანა. ასევე კორექტირება და წაშლა.
ძალიან საინტერესო იყო picasa-ალბომის შექმნა და ბლოგზე ატვირთვა. სურათების ჩამატება-წაშლა, ახალი ალბომის გაკეთება და ძველის კორექტირება. ეს ძალიან დამეხმარება ბლოგის შექმნის დროს.
ინტელის ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო.
უღრმესი მადლობა მინდა ქალბატონ ქეთის გადავუხადო გაწეული შრომისათვის და ვუსურვო წარმატებები.
Комментариев нет:
Отправить комментарий