четверг, 24 июля 2014 г.

ტრენინგის შეჯამება


       ამ ტრენინგმა გადააჭარბა მოლოდინს, ბევრი საინტერესო საკითხი შევისწავლეთ საფუძვლიანად.ასევე გავიაზრეთ, რომ ეს პროექტი მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარებს განუვითარებს და გაზრდის მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
  ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება. საჭირო რესურსების მოძიებისა. საგნის სტანდარტის გათვალისწინებით პროექტის მიზნის განსაზღვრა, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშების გამოყენება და პროექტში ჩასმა.
      ვიმუშავეთ  ბლოგის დიზაინზე და ბევრი ახალი რამ ვისწავლე. გავაკეთე  პორტფოლიოს პრეზენტაცია  და გადავიტანე ბლოგზე.
       ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება, რადგანაც ვიცით, რომ უკუკავშირი აუცილებელია. ვისწავლე ბლოგის შექმნა, გაჯეტი-საათის ჩასმა, გამოკითხვის გაკეთება.
   ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, რაც საკმაო ძალისხმევას მოითხოვს ყოველთვის ჩემგან, მაგრამ ტრენერის დახმარებით ძალიან გამიადვილდა. გავიაზრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობა პროექტის სწორად წარმართვისათვის. მნიშვნელოვანია, დავალება იყოს მოსწავლისათვის ადვილად გასაგები და შესრულებადი.
   შევქმენი პორტფოლიო და ავტვირთე ბლოგზე, ეს მანამდე ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, თუ ამას მე თვითონ შევძლებდი. შევისწავლეთ სიის გაჯეტის დამატება და თანმიმდევრობის  შეცვლა, ასევე ბლოგში ცვლილებების შეტანა. ასევე კორექტირება და წაშლა.
   ძალიან საინტერესო იყო picasa-ალბომის შექმნა და ბლოგზე ატვირთვა. სურათების ჩამატება-წაშლა, ახალი ალბომის გაკეთება და ძველის კორექტირება. ეს ძალიან დამეხმარება ბლოგის  შექმნის დროს.
   ინტელის ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო. 
   უღრმესი მადლობა მინდა ქალბატონ ქეთის გადავუხადო გაწეული შრომისათვის და ვუსურვო წარმატებები.

მეცხრე დღე

   დღე დავიწყეთ გამეორებით. გავიხსენეთ განვლილი მასალა და პრაქტიკულად გავაკეთეთ გაჯეტების დამატება, შეცვლა, გადაადგილება და ა.შ. ვისწავლე ბლოგში გვერდების დამატება-შექმნა, დასათაურება და შენახვა, წაშლა.
   ძალიან საინტერესო იყო picasa-ალბომის შექმნა და ბლოგზე ატვირთვა. სურათების ჩამატება-წაშლა, ახალი ალბომის გაკეთება და ძველის კორექტირება. ეს ძალიან დამეხმარება ბლოგის  შექმნის დროს. ვთვლი, რომ ასეთი სახით ფოტოების მიწოდება უფრო საინტერესო და სახალისოა.
    ვფიქრობ, რომ ეს ტრენინგი ძალიან საინტერესო და ასევე საჭიროა ყველა პედაგოგისთვის,  ბევრი პრაქტიკული და ძალიან საჭირო უნარ-ჩვევა შევიძინე.
    დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის გაწეული უდიდესი შრომისათვის.
    ქ-ნ ქეთის წარმატებები!!!

вторник, 22 июля 2014 г.

მერვე დღე

  დღევანდელი ტრენინგიც ტრადიციულად გამეორებით დავიწყეთ. შემდეგ ვისაუბრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობაზე. მნიშვნელოვანია, დავალება იყოს მოსწავლისათვის გასაგები და შესრულებადი. ავაწყვეთ მოსწავლისათვის მისაცემი დავალების ნიმუში PowerPoint-ში.
  მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე. შევისწავლეთ სიის გაჯეტის დამატება და თანმიმდევრობის  შეცვლა, ასევე ბლოგში ცვლილებების შეტანა. 
     ძალიან ნაყოფიერი დღე იყო, ბევრი რამ ვისწავლე ჩვენი არაჩვეულებრივი ტრენერის დახმარებით.
     

понедельник, 21 июля 2014 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

      სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლის საჭიროების  გათვალისწინება დავალების მიცემისას. დღეს შევადგინე  პროექტის ფარგლებში სპეციალური საჭიროების მოსწავლისათვის მისაცემი დავალება.
    ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე, რაც საკმაო ძალისხმევას მოითხოვს ყოველთვის ჩემგან, მაგრამ ტრენერის დახმარებით ძალიან გამიადვილდა.
     ძალიან მომწონს ტრენინგი და გული მწყდება, რომ დასასრულს უახლოვდება.

воскресенье, 20 июля 2014 г.

მეექვსე დღე

    დღეს ვიმუშავეთ სასწავლო ნიმუშების შექმნაზე.ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის შექმნაზე,შევქმენით და შევინახეთ მოსწავლის ნიმუშებში.
   ტრენერმა აგვიხსანა,რომ პრეზენტაციაში უნდა ჩანდეს,რა კვლევა ჩაატარა მოსწავლემ,მიზანი,პროექტის მიმდინარეობა და შედეგი-დიაგრამის სახით.
   გადავხედეთ ვიუერში არსებულ გეგმებს და შეფასების რუბრიკებს.
ვიმუშავეთ ბლოგებზე,გავაკეთეთ რეფლექსია.

суббота, 19 июля 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

     ეს დღე ძალიან დატვირთული და საინტერესო იყო.ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია შევიძინე. 
   ნებისმიერი ნაშრომის გამოქვეყნებისას მნიშვნელოვანია უკუკავშირი. ვისწავლეთ კომენტარების დაწერა ბლოგზე, გამოყენებული ლიტერატურის შაბლონების შენახვა. რა თქმა უნდა აუცილებელია შეგვეძლოს ბლოგის სათაურის რედაქტირება, ბლოგის წაშლა-აღდგენა. 
         შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში, ვისწავლეთ გაჯეტების მნიშვნელობა და მათი გაკეთება, გამოკითხვის შექმნა.
           დღემ , როგორც ყოველთვის საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

ტრენინგის მეოთხე დღე

    დღეს ჩვენ ვიმუშავეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც შეფასებაა, ამიტომ დღევანდელ ტრენინგზე განხილული საკითხები, რომლებიც შეფასების სახეებსა და შეფასების რუბრიკებს შეეხებოდა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ბევრი რამის გამოყენებაა შეძლებელი საკუთარ პრაქტიკაში. შევქმენი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია და გადავიტანე ბლოგზე.